HORECA Management Group-ი 2019 წლის მარტის თვემდე 6 სასტუმროს გახსნას აანონსებს

სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტი კომპანია HORECA Management Group-ი სიახლეებით გვეცნობა. კომპანია, ამ ეტაპზე, საქართველოში 6 მიმდინარე სასტუმრო-პროექტს ახორციელებს. აქედან, სამი პროექტი რეგიონშია, სამი კი თბილისში, რომელთაგან ორი მათგანი იქნება Swiss-Belhotel International-ის ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი.

ამ პროექტებიდან პირველი გურჯაანში, სოფელ ახაშენში, სასტუმრო „Akhasheni Wine Restort”-ის გახსნა, მარტის ბოლოს დაანონსდა, რომელსაც კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“  HORECA Management Group -ის მეშვეობით ხსნის.

როგორც HORECA  Management Group-ის დამფუძნებელი და დირექტორი ბ-ნი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, 41-ნომრიანი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო  „Akhasheni Wine Resort“-ი წელიწადის ოთხ სეზონზეა გათვლილი   და სტუმრებს  მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა ღვინის ტურები, მასტერკლასები, ძველებური მანქანების გაქირავების სერვისი და მრავალი სხვადასხვა სახის ტური, როგორც კახეთის რეგიონში, ისე საქართველოს მასშტაბით. აქ იქნება საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი 60 სტუმარზე, ბარი,  გარე პერიმეტრზე მოეწყობა კახური ტრადიციული კუთხე. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად HORECA  Management Group -ი სასტუმროს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს მიიჩნევს, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებული  იქნა პროექტის კონცეფციის შემუშავებისას.

კომპანია ასევე ახორციელებს რამდენიმე მიმდინარე პროექტს ბრენდის ქვეშ. 2017 წელს HMG-მა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო ბრენდ Swiss-Belhotel International – თან,  ექსკლუზიურ წარმომადგენლობაზე საქართველოსა და ამიერკავკასიაში. რაც ითვალისწინებს ოფიციალური წარმომადგენლობის სტატუსს და, მისი სახელის ქვეშ, სასტუმროების როგორც დეველოპმენტს, ასევე მენჯმენტს. Swiss-Belhotel International -ს მსოფლიოს მასშტაბით 145-ზე მეტი სასტუმრო აქვს  პორტფოლიოში, სწორედ მათ რიცხვს შეემატება მიმდინარე სასტუმრო პროექტები, Swiss-Belinn Abashidze“, Swiss-Belinn Virsaladze. ბ-ნი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, რომ Swiss-Belhotel International წარმოადგენს კომპანიას, რომელსაც აქვს თავისი ბრენდის ქვეშ  გაწევრიანების შემთხვევაში მისაღები და მოქნილი პირობები საშუალო და დიდი სასტუმროებისთვის.

კომპანიამ სასტუმროს და რესტორნის მენეჯმენტის მიმართულებით, თავის ნიშა უკვე დაიკავა. ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, თუმცა 4 -წლიან პერიოდში მის პორტფოლიოში უკვე ბევრი წარმატებული პროექტი შევიდა. ის  სასტუმროსა და რესტორნის  მფლობელებს სრულ სერვისს სთავაზობს –  სასტუმროს და რესტორნის კონცეფციის შემუშავებით, მშენებლობის კოორდინაციით დაწყებული და  პროექტის გახსნის ორგანიზებით და შემდგომი მენეჯემენტის ჩათვლით.

კომპანიის წარმატება მოიტანა მასში მომუშავე პროფესიონალი კადრების გამოცდილებამ, რომელიც მათ მსოფლიოს სხვადასხვა ბრენდის დიდ და პატარა სასტუმროებსა თუ რესტორნებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მიიღეს.

HORECA Management Group-ი  მაქსიმალურად ცდილობს დანერგოს არაბრენდულ სასტუმროებში ის ძირითადი სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც გააუმჯობესებს სასტუმროს სერვისის ხარისხს და სამომავლოდ ააცილებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს სასტუმროების მფლობელებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები