თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, ძლიერი ქარის გამო, გურამიშვილის გამზირზე, ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შემთხვევა ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია გაწმინდეს.
შეგახსენებთ, რომ ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები