როგორ მოვიქცეთ ქარის დროს – საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს და განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს.
გავრცელებულ ინფორმაციაში წარმოდგენილია წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.
„იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით შენობის გარეთ: იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი, დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები), დარეკეთ 112-ში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას, დაელოდეთ სამაშველო რაზმს. იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით დახურულ სივრცეში: მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად, დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან, მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალურად იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://spark.adobe.com/page/vyeE34htfWgYB/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები