100 წლის ეთერ ყიფიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

10 მარტს, 14 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში, მხატვარ ეთერ ყიფიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა მნიშვნელოვანია იმით, რომ საიუბილეოა და 100 წლის ქალბატონის შემოქმედებას წარმოაჩენს.
ეთერ ყიფიანს 2 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. მან მრავალი ფერწერული ტილო შექმნა და დღემდე განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას.
გამოფენა 15 მარტის ჩათვლით გასტანს.
მის: ფიროსმანის 29.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები