თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, რესტორან “ფუნიკულიორში” ოფიციალური ვახშამი გამართა

თურქეთის პრეზიდენტის, აბდულა გიულის პატივსაცემად, რესტორან “ფუნიკულიორში” საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური ვახშამი გამართა . მანამდე კი, რუსთაველის თეატრში თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართა.
კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული და უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაესწრო. რუსთაველის თეატრში ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები. ღონისძიება ანსამბლმა “შვიდკაცამ” გახსნა, რის შემდეგაც სცენა სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა დაიკავა. საკონცერტო პროგრამა ერთ საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები