Classic for rest – ნინო ჯანჯღავას ახალი პიესის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

17 მარტს, 20:00 საათზე, Backstage 76 კონცერტს –  Classic for rest უმასპინძლებს.
„ჩვენი კონცერტით წარმოგიდგენთ შემდეგ მუსიკალურ მენიუს: ჟიულ მასნეს, ანტონინ დვორჟაკის, პიეტრო მასკანის, იან კლარკის, იოჰან სებასტიან ბახის, ანტონიო ვივალდის, ჟორჟ ბიზეს მუსიკას. ასევე ნინო ჯანჯღავას ახალი პიესის მსოფლიო პრემიერას და ასევე პატარა სიურპრიზს“, – აღნიშნულია კონცერტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემსრულებლები:
მარგარიტა ხაკიმოვა (ფლეიტა, უკრაინა);
კონცერტმეისტერი ნინო ჯანჯღავა.
დესერტზე გაჟღერდება მუსიკას, რომელიც დაწერილია თეატრალური წარმოდგენებისთვის.
შემსრულებლები:
ფლეიტა – მარგარიტა ხაკიმოვა;
ვიოლინო – თემო ჯაიანი;
კონტრაბასი – ჯანო დემეტრაშვილი;
ფორტეპიანო – ნინო ჯანჯღავა.
მარგარიტა ხაკიმოვამ დაამთავრა ბელოცერკოვის ხელოვნების სკოლა ფლეიტის, ფორტეპიანოსა და ვოკალის განხრით. დაამთავრა კიევის გლიერის სახელობის კიევის მუსიკის ინსტიტუტის ფლეიტის კლასი ი. ვერხოვინციასთან.
იგი არის უკრაინისა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. „როვნო 2006“ – II პრიზი, „ლვოვი 2006“ – დიპლომანტი, დნეპროპეტროვსკი – გრან-პრი, „კიევი 2011“ – I პრემია.
მონაწილეობდა ფესტივალებში – გერმანიაში, ედინბურგში, ბალტიის ზღვის ფესტივალში.
ჩაატარა კონცერტები ვარშავაში, ბერლინში, სტოკჰოლმში, რეიკიავიკში, კოპენჰაგენში, ლონდონში, მადრიდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები