„თავისუფალი მხატვრების მოძრაობის“ წარმომადგენლების ნამუშევრები გამოიფინება
11 მარტს, 20:00 საათზე, კლუბ El Centro-ში, „თავისუფალი მხატვრების მოძრაობის“ მიერ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის, ნინო ბაჯელიძისა და თეო ლალიაშვილის ნამუშევრები გამოიფინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კლუბი El Centro პირველად უმასპინძლებს ამ ტიპის გამოფენას. „თავისუფალი მხატვრების მოძრაობის“ კონცეფციაც ეს არის, რაც შეიძლება მეტი გამოფენა სხვა სივრცეში.