Healer Twins-ის სარვამარტო კლიპს ჯაზკაფე უმასპინძლებს

9 მარტს, 20:00 საათზე, Jazz Cafe Singer-ში  Healer Twins-ის კლიპის ვიდეოწარდგენა გაიმართება.
„თქვენ ალბათ უკვე გსმენიათ მათზე Star Wars-ის პრემიერამდე დიდი გამოხმაურების შედეგად… თუნდაც, ახლა თუ დაგუგლავთ Healer Twins-ს, აუცილებლად გადააწყდებით მათ შესახებ არაერთ საერთაშორისო სტატიებს.
მათ შექმნეს დუო ბენდი – Healer Twins რამდენიმე წლის წინ, რის შემდეგ ბევრ ადგილებში გამოვიდნენ, მათ შორის ლონდონის საუკეთესო ვენიუებზე. ასევე გამოუშვეს ალბომი, რომელიც „გრემის“ დაჯილდოებაზე მისაღებ სიაში მოხვდა.
ალბომის გამოშვების შემდეგ გადაიღეს კლიპი, რომელსაც 8 მარტს, საერთაშორისო ქალთა დღეს უშვებენ.
ისინი თვითონ წერენ ტექსტებს და მუსიკას.
ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენს ჯაზკაფეში შედგება მათი კლიპის პრეზენტაცია.
გელით კლიპის პრეზენტაციასა და შემდგომ ჩვენი ჯაზმუსიკოსების საღამოზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები