მწერალთა სახლში ერიკ ემანუელ შმიტის წიგნის – „ორი მამაკაცი ბრიუსელიდან” წარდგენა გაიმართება

9 მარტს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ერიკ ემანუელ შმიტის წიგნის – „ორი მამაკაცი ბრიუსელიდან” წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნის წარდგენა ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში ტარდება.
წიგნზე ისაუბრებენ: რედაქტორი: რუსუდან კოტეტიშვილი;  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი: ნინო ქავთარაძე;
რომანიდან ნაწყვეტებს წაიკითხავს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი: ეთერ ინწკირველი.
„ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველათა წინა კრებულების ღირსეული გამგრძელებელია. ამ წიგნში თავმოყრილ ხუთ ნოველაში მწერალი მისთვის ჩვეული სიფაქიზით ძერწავს პერსონაჟებს: ორი უცნობი მამაკაცის მზრუნველობითა და ყურადღებით განებივრებულ ქალს, რომლისთვისაც ცხოვრება ხშირად დამთრგუნველი და უფერულია; პროვინციელ ექიმს, რომლის სიცოცხლე აზრს კარგავს მისი მხსნელი ძაღლის სიკვდილის დღეს; მამაკაცს, რომელიც ახალშერთულ ცოლს მუდმივად მოუწოდებს თავისი ყოფილი, გარდაცვლილი ქმრის მეტი დაფასებისა და პატივისცემისკენ; მოსიყვარულე და მზრუნველ დედას, რომელიც მოულოდნელად შვილს შეიძულებს; წყვილს, რომლის ბედნიერება მკვლელობაზეა დაფუძნებული.  ეს გახლავთ ვარიაციები ერთ მარადიულ თემაზე – სიყვარულზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები