ხელოვნების სასახლე მანანა თუმანიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

9 მარტს, 20:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში მხატვარ მანანა თუმანიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიცია მხატვრის მიერ, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს.
აკვარელი, ზეთი, გრაფიკა, შერეული ტექნიკა… პეიზაჟი, პორტრეტი, ნიუ… ეს ექსპოზიციის დამახასიათებელი ის მთავარი შტრიხებია, რომელთა საშუალებითაც ხელოვნების სასახლეში მოსული დამთვალიერებელი თვითმყოფადი ოსტატის ემოციებით დატვირთულ სამყაროში იმოგზაურებს.
თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1966-2010 წლებში, მანანა თუმანიშვილი კითხულობდა ხელოვნების ისტორიის კურსს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. პარალელურად ასწავლიდა აკვარელს გამოყენებითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა როგორც საქართველოში ასევე, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ბაქოში.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 19 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები