ოზურგეთის აგრარულ ბაზარში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ბაზარში მდებარე მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზიაში, სავარაუდოდ, თოფის წამალი აალდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

ადგილზე ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის გაჩენის საფრთხე აღარ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები