„თი-ბი-სი გალერეაში“ „ლირას” ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

„თი-ბი-სი გალერეაში“ ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას” ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე  კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრებს შეასრულებენ: 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვა, 12 წლის თათია მგალობლიშვილი, 13 წლის ბარბარე ჩხაიძე, 14 წლის ილია ლომთათიძე და 14 წლის ბარბარე თათარაძე.

ფონდ “ლირას” ხელშეწყობით, რომელსაც „თი-ბი-სი ბანკი“ უკვე მრავალი წელია გულშემატკივრობს, ახალგაზრდა ვირტუოზები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საზღვარგარეთ, მასტერკლასებსა და პრესტიჟულ გალაკონცერტებში.

კონცერტი ხვალ, 8 მარტს, 19:00 საათზე „თი-ბი-სი გალერეაში“ გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები