„წიგნი, როგორც ინსპირაციის წყარო” – ვაკის მედიათეკაში გიორგი ოვაშვილს შეხვდებიან
7 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში იწყება პროექტი – „წიგნი, როგორც ინსპირაციის წყარო”.
როგორც „კვირას“ ვაკის მედიათეკიდან აცნობეს, ინტერაქტიული შეხვედრების ციკლს გაუძღვება სცენარისტი ოთარ პერტახია, ხოლო მისი პირველი სტუმარი იქნება თანამედროვე ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან: ფილმ “სიმინდის კუნძულის” მთავარი როლის შემსრულებელი მარიამ ბუთურიშვილი და პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მილორავა.
პროექტზე დასწრების მსურველები უნდა იყვნენ ან გახდნენ მედიათეკის წევრები, მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედი С ბარათი (ღირებულება 15 ლარი, მოქმედების ვადა 1 თვე და შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ყველა მედიათეკის თითქმის ყველა სერვისით) და გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.