საჩხერის რაიონიდან გატაცებული სამი ქართველი მამაკაცი ცხინვალის იზოლატორშია

საჩხერის რაიონიდან გატაცებული სამი ქართველი მამაკაცი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული – ამის შესახებ „კვირას“ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონში მცხოვრები სამი ქართველი გუშინ ჯონჯოლის კრეფისას დააკავეს. „ სამი ქართველის გატაცება გუშნ 5 მაისს მოხდა. ისინი ჯონჯოლის კრეფის დროს რუსმა ოკუპანტებმა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ქართულ მხარეს ცხელ ხაზზე უკვე დაგვიდასტურეს ინფორმაცია რომ სამივე მათგანი ცხინვალის იზოლატო0რშ იმყოფება. ვცდილობთ მათ განთავისუფლებას და აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საერთშორისო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა გოჩა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები