გალაკტიონი და მუზა – ლევან ბერძენიშვილი პოეტის უცნობ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს გააცოცხლებს

8 მარტს, 19:00 საათზე, ღვინის ბარი „მუზა და ღვინო“ ლევან ბერძენიშვილის ლექციას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციას „გენიოსის გზა“ ჰქვია და იქნება გალაკტიონზე, მუზაზე და ღვინოზე. ლევან ბერძენიშვილი გააცოცხლებს გალაკტიონის უცნობ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.
„ჩვენთან დიდი არჩევანია იმ შემოქმედებითი საწვავისა, რომელსაც გალაკტიონი მუზამდე მიჰყავდა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები