ახალ ზელანდიაში მეგა-ცუნამის საფრთხეა მოსალოდნელი

ექსპერტების განცხადებით, ახალ ზელანდიაში მეგა-ცუნამის საფრთხეა მოსალოდნელი, რომლის ტალღების სიმაღლემ, შესაძლოა, 12 მეტრს მიაღწიოს. ინფორმაციას „Dailymail” ავრცელებს.
ამერიკელი გეოფიზიკოსის სტივენ უორდის განცხადებით, მოსალოდნელია ცუნამი, რომელმაც, შესაძლოა, ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპირო გაანადგუროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცუნამის ენერგია 3,6 მეგატონას მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია წყნარი ოკეანისა და ავსტრალიის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს შეეჯახოს, რამაც შესაძლოა, მიწისძვრა გამოიწვიოს.
ასეთი ცუნამი დამანგრეველი იქნება ქალაქ ოკლენდისთვის, რომელიც 2011 წელს, მასიური მიწისძვრის შედეგად დაზიანდა.
მეცნიერების ინფორმაციით, ახალი ზელანდია ყველაზე დიდი გეოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები