,,ლამბალო და ყაშას” ახალი თარგმანის წარდგენა გაიმართება

 7 მარტს, 17:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თურქეთში მცხოვრები ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის, ფარნა-ბექა ჩილაშვილის ახალი თარგმანის – ,,ლამბალო და ყაშას” (“Lambalo ve Kaşa”) წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, მიხეილ ჯავახიშვილის მცირე რომანი “ლამბალო და ყაშა” (“Lambalo ve Kaşa”) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და თურქული გამომცემლობის – Paris Yayınları მიერ გამოიცა.
ფარნა-ბექა ჩილაშვილს ეკუთვნის მიხეილ ჯავახიშვილის პიკარესკული რომანის – ,,კვაჭი კვაჭანტირაძის” ( “Madrabaz Kvaçi”) თურქულენოვანი თარგმანიც.

მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები