დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თეთრ სახლში შეხვდა. ინფორმაციას „newyork.cbslocal.com“ ავრცელებს.
შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ისრაელში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ პალესტინელები არ აპირებენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას, მშვიდობა არ იქნება. ტრამპმა ასევე, აღნიშნა, რომ „ისრაელთან საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი კავშირი უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე“.
„საელჩოს ასაშენებლად ჩვენ არ ვაპირებთ მილიარდი დოლარის დახარჯვას, ჩვენ რეალურად მას 250 000 დოლარად ავაშენებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე, შესაძლოა, ჩავიდეს.
შეხვედრისას საუბარი იყო სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ „სავაჭრო ომი“ არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტიის წევრები, მის მიერ ფოლადსა და ალუმინზე დადგენილ ტარიფზე „რეაგირებენ“.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ერთად კაპიტოლიუმში ვიკრიბებით, მას შემდეგ, რაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადეს, ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება“, – განუცხადა ბენიამინ ნეთნიაჰუმ დონალდ ტრამპს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები