ინგლისში რუსი ჯაშუში მოწამლეს

ინგლისში, რუსი ყოფილი ჯაშუში მოწამლეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
რუსი ყოფილი ჯაშუში 66 წლის სერგეი სკრიპალია, რომელიც 33 წლის ქალბატონთან ერთად, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
სერგეი სკრიპალი ბრიტანეთში 2010 წელს ჩავიდა და, როგორც ცნობილია, რუსეთში მუშაობის დროს, ინგლისის დაზვერვას სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა. 2006 წელს სკრიპალს, რუსულმა სასამართლომ, სახელმწიფო ღალატისთვის თავისუფლების აღკვეთა 13 წლით შეუფარდა.
პოლიციის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. როგორც სამართალდამცველები აღნიშნავენ, არცერთ მათგანს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
„ისინი ამჟამად მკურნალობენ და, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. ვცდილობთ გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ამ ადამიანების კრიტიკული მდგომარეობა“, – აღნიშნა პოლიციის უფროსის დროებითმა თანაშემწემ კრეგ ჰოლდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები