საუდის არაბეთში, პირველად ისტორიაში, ქალთა მარათონი შედგა

ასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა საუდის არაბეთში პირველად გამართულ მარათონში ქალებისთვის. ამის შესახებ გამოცემა „Arabian Business“- ი იუწყება. მარათონი რაიონ ალ ახსაში გაიმართა. ბევრი მორბენალი ტრადიციულ ტანსაცმელში იყო შემოსილი. შემდეგი ასეთი მარათონი მექაში, 6 აპრილს გაიმართება.
ბოლო დროს, საუდის არაბეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატულ სახელმწიფოში, სერიოზული ცვლილებები ხდება, მათ შორის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქალთა მონაწილეობის კუთხით. ივნისიდან ქალები ავტომობილების მართვას შეძლებენ. მათ უკვე დაიწყეს სტადიონებზე და მასობრივ-გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ამას გარდა, გენერალურმა პროკურატურამ პირველად დაიწყო უწყებაში გამომძიებლების პოზიციაზე ქალების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები