თურქეთში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი „ISIS“- ის ტერორისტები დააკავეს

თურქეთში მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩო უსაფრთხოების მიზნით დახურეს, სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
როგორც თურქული მედია აცხადებს, ტერორისტები რომლებიც ერაყის მოქალაქეები არიან, თურქეთში მდებარე აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, 2 ეჭვმიტანილი, – ქალაქ სამსუნში, 2 კი, ანკარის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში, უსაფრთხეობის შემოწმების დროს დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ, „უსაფრთხოების მიზნით“ შენობის დახურვის შესახებ, ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. თურქი სამართლდამცველები კი, მოსალოდნელი საფრთხის გამო, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა ადამიანს ჩხრეკდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები