იტალიის საპარლამენტო საარჩევნო ბიულეტენების 98% დათვლილია

იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში მარჯვენა ცენტრისტული პარტიების კოალიცია ლიდერობს. ამის შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ განაცხადა. ქვედა პალატაში კოალიციის პარტიებმა უკვე მოაგროვეს ხმათა 37%, ხოლო ზედა პალატაში, მათ ხმების 37,5 % მიიღეს. ანტისისტემური „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ დეპუტატების პალატასა და სენატში ლიდერობს, როგორც ცალკე მდგომი პოლიტიკური პარტია და ამ დროისთვის, მას ხმების 32,5% და 32,1% აქვს.
თითქმის დასრულებული ხმათა დათვლით მიღებული შედეგი ცხადყოფს, რომ იტალიის პარლამენტში ამოქმედდება სცენარი, რომლის მიხედვითაც არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ფლობს საპარლამენტო მანდატების საკმარის რაოდენობას იმისთვის, რომ ხმათა უმრავლესობა მიიღოს და შესაბამისად, ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები