დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი რუსეთს და ირანს სირიაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, სირიის, რუსეთის და ირანის ხელისუფლებებს მოუწოდა, სირიაში ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყონ. თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის და მეის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსმა და ირანელმა სპონსორებმა დაუყოვნებლივ და მთლიანად უნდა მოახდინონ გაეროს რეზოლუცია 2401, რომელიც სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ლიდერებმა მკაცრად დაგმეს აღმოსავლეთ გუთის დაბომბვა. მათ დაადასტურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მიაღწევენ რუსეთის პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ მოხდეს ასადის რეჟიმის დათანხმება, შეწყვიტოს სამოქალაქო რაიონებზე თავდასხმა და აღმოსავლეთ გუთაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომა უზრუნველყოს.“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
გაეროში მიიღეს რეზოლუცია 2401, რომელიც ითხოვს, რომ სირიის ტერიტორიაზე, ყველა მხარემ შეწყვიტოს დაპირისპირება და უზრუნველყოს ჰუმანიტარული პაუზა მინიმუმ 30 დღით. ამის მიუხედავად, ბოევიკები აგრძელებენ სროლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები