საბერძნეთში სასკოლო-რელიგიური სახელმძღვანელოების გამოცემას აპროტესტებენ

საბერძნეთში, პარლამენტის შენობასთან, 2000-მდე ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ახალი სასკოლო-რელიგიური სახელმძღვანელოების გამოცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული რელიგიური წიგნები მართლმადიდებლურ ქრისტიანობას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას „Foxnews“-ი ავრცელებს.
საპროტესტო აქციაში მართლმადიდებელი მღვდლები და ეპისკოპოსებიც მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ აქციის დაწყებამდე, პარლამენტს პეტიციით მიმართა, თუმცა მთავრობამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა.
ახალი სახელმძღვანელოები, ძირითდად კი, ზედა კლასებისთვის, სხვადასხვა რელიგიაზეა შექმნილი, რაც უმეტესწილად, მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სკოლებში რელიგიური სწავლება, პირველადი და საშუალო განათლების სისტემაში, 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები