გერმანიის პრეზიდენტმა ანგელა მერკელი კანცლერის პოსტზე წარადგინა

გერმანული მედია იუწყება, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტზე წარადგინა. პრეზიდენტმა მერკელის კანდიდატურა დღეს, ბუნდესტაგს წარუდგინა. მერკელის კანდიდატურას კენჭს 14 მარტს უყრიან. კენჭისყრა ფარული იქნება და პროგნოზების მიხედვით, მერკელის დანიშვნას პრობლემა არ უნდა შეექმნას. ახალი მთავრობა მუშაობას მას შემდეგ შეუდგება, როცა გერმანიის პრეზიდენტი მერკელს და მისი კაბინეტის წევრებს დანიშვნის შესახებ უწყებას ჩააბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები