პოლონეთში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

პოლონეთში, აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პოზნანში, 4-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 24 -მდე კი დაშავდა. თუმცა, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს. ინფორმაციას „Abcnews“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამონგრევის მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირია.
პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აპრილში მსგავსი შემთხვევა მოხდა, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც, 6 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები