პირველად ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში – Shoot the Book მოხვდა

პირველად ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში – Shoot the Book მოხვდა.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს,  ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში – Shoot the Book პირველად შეირჩა. აკა მორჩილაძის “obOle” საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს. შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი რომანი მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ წლეულს ქართულმა ლიტერატურამ უკვე მეორედ მოიპოვა ასეთი წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები