„ოსკარი -2018“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა.
გთავაზობთ გამარჯვებულების სიას:

2018 წლის საუკეთესო ფილმი: გილერმო დელ ტორო – “წლის ფორმა”.  დელ ტორო  საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.
„მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი“ – გარი ოლდმანი (ფილმი Darkest Hour);
„მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი“ – ფრენსის მაკდორმანდი  (Three Billboards outside Ebbing, Missouri).
„მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი“ –  ელისონ ჯენი  (I, Tonya);
„მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი“ – სემ როკუელი (Three Billboards outside Ebbing, Missouri);
„საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ –  Blade Runner: 2049“-მა გაიმარჯვა, საუკეთესო მონტაჟისთვის – „ოსკარი“ Dunkirk-მა მიიღო.
„საუკეთესო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ ჩილელი რეჟისორის “ფანტასტიური ქალი” გახდა.
„საუკეთესო ანიმაციური ფილმის“ ნომინაციაში, Coco-მ გაიმარჯვა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი Dear Basketball-ი გახდა.
„საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად“ Icarus-ი დასახელდა.
„საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის“ „ოსკარი“ The Silent Child-მა მიიღო.
ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი“ Heaven Is a Traffic Jam on the 405-მა გაიმარჯვა.
„საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“ – Call Me by Your Name.
„საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“ – The Shape of Water.
„საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის“ – Remember Me – Coco.
„საუკეთესო მხატვრობა“ – The Shape of Water.
„კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი“ – Phantom Thread.
„საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა“ – Darkest Hour.
„ხმის საუკეთესო მონტაჟი“ – Dunkirk.
„ხმის საუკეთესო მიქსინგი“ – Dunkirk.
„საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ – Blade Runner 2049.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები