ჩინეთში „Nanchang Changbei“-ს აეროპორტში სახურავი ჩამოინგრა (ვიდეო)

ჩინეთში მდებარე „Nanchang Changbei“-ს აეროპორტში, ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შედეგად, სახურავი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რამაც მგზავრებისა და ტურისტების პანიკა გამოიწვია. ინფორმაციას „Abcnews“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ინგრევა აეროპორტის სახურავი და როგორ იქცევიან ტურისტები, რომლებიც პანიკამ მოიცვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები