„ჩემი ბედნიერი ოჯახი” IndiWire-ის  50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა

ნანასა ექვთიმიშვილისა და სიმონის გროსის ფილმი – „ჩემი ბედნიერი ოჯახი” IndiWire-ის  იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც „ნეტფლიქსზე“ გავიდა.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონის გროსის გარდა, 2017 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა ანჯელინა ჯოლის – First They Killed My Father, კრისტიან მუნჯიუს – Graduation, ნოა ბაუმბაჰის – The Meyerowitz Stories და ა.შ.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს,  “ჩემი ბედნიერი ოჯახის” დისტრიბუციის უფლება გასულ წელს „ნეტფლიქსმა“ იყიდა.
ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიტიკოსისა და მწერლის – როჯერ ებერტის საიტზე ეტაპობრივად ქვეყნდება რეცენზიები სხვადასხვა ფილმზე, რომლებსაც ხარისხის მიხედვით ვარსკვლავებსაც ანიჭებენ.
ნანასა და სიმონის ფილმმა ებერტის საიტზე უმაღლესი – 4 ვარსკვლავი დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები