ლიტერატურის მუზეუმში ნინო მოდრეკილაძის ახალი კრებულის – ,,ქვაკაცას” წარდგენა გაიმართება

9 მარტს, 19 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ნინო მოდრეკილაძის კრებულის – ,,ქვაკაცას” წარდგენა და პოეზიის საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ავტორმა განუცხადა, კრებულში, ძირითადად,  მისი ახალი ლექსები შევიდა.
რედაქტორი – გიორგი ხორბალაძე;  გარეკანი დიზაინი – ნიკა ხვედელიძე. კრებული „კალმოსანმა“ გამოსცა.
ნინო მოდრეკილაძე სამი პოეტური კრებულის ავტორია. ესენია: ,,სულის ქარვები” (რედაქტორი გიული ჩქარეული), ,,ფერნაცვალ ფიქრთან” (რედაქტორი გივი ჩიღვინაძე), ,,ქვაკაცა” (რედაქტორი გიორგი ხორბალაძე).
ნინო მოდრეკილაძე პროფესიით ჟურნალისტია. იგი მრავალი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის – „ოდეოინს“, „წმინდა ნინოს ჯვარის“ და „ლექსების გამოფენის“.
მის: თბილისი. ჭანტურიას 8, ლიტერატურის მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები