სამხრეთ კორეის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს განახორციელებს

სამხრეთ კორეის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში „იშვიათი“ მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრება, რომელიც ფხენიანსა და აშშ-ს შორის დიალოგის დაწყებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
სამხრეთ კორეის დელეგაციის მთავარი მიზანი, ფხენიანისა და აშშ-ის შეხვედრის პირობების ჩამოყალიბებაა, რომელიც სავარაუდოდ, მიმართული იქნება იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დელეგაცია, ჩრდილოეთ კორეაში, 2-დღიან ვიზიტს განახორციელებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, შედგება თუ არა შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს დასტაბილურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები