ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა – „პირველი რესპუბლიკის ქალები – 1918-1921“ გაიხსნება

7 მარტს, 14:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა – „პირველი რესპუბლიკის ქალები – 1918-1921“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნოებს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ფოტოები (სულ 50 ფოტო), რომლებიც 1918-1921 წლებშია გადაღებული. ფოტოებზე ასახულია როგორც ცნობილი, ისე სრულიად უცნობი ქალბატონები, რომელთა ფოტოები საოჯახო ალბომებმა თუ არქივებმა შემოგვინახა და მათი უმეტესობა პირველად იფინება.

გამოფენა ერთდღიანია და დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები