იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 23:00 საათზე დაიხურება. მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის შემადგენლობა უნდა განსაზღვროს.

მანდატების მოსაპოვებლად 31 პარტიის წარმომადგენელი იბრძვის, თუმცა გამოკითხვების თანახმად, ყველაზე დიდი მხარდაჭერა “მოძრაობა ხუთ ვარსკვლავს” და სილვიო ბერლუსკონის კოალიციას აქვთ.

თავად ბერლუსკონი, ნასამართლეობის გამო, თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს. მან პრემიერის პოსტზე ევროპარლამენტის თავმჯდომარის, ანტონიო ტაიანის კანდიდატურა წინასწარ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები