ხის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ისანში, ხის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დამწვარია 3000 კვ.მ-ის ფართობი.

შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან პროდაქსის“ ხის საწყობში ხანძარი დილით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები