არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს, 18:30 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია – „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება.

ორგანიზატორების ცნობით, აქციის საორგანიზაციო ჯგუფი 12:00 საათზე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

„12:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში“ აქციის – „მშვიდობა ომზე მეტია“ საორგანიზაციო ჯგუფის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ აქციას უერთდება საქართველოს 12 ქალაქი და პარალელური აქციების ჩატარების კონკრეტული ლოკაციები გაჟღერდება. ორგანიზატორები აქციის მთავარ მიზნებსა და კერძო სექტორის მხრიდან გამოცხადებული სოლიდარობის უფრო მეტად გაზრდილ ტალღაზე ისაუბრებენ. პრესკონფერენციისთვის სივრცე „ქორთიარდ მარიოტმა“ აქციისადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დაგვითმო. ასევე, აქციას შემოუერთდა 100-ზე მეტი კერძო კომპანია და სოლიდარობა გამოუცხადა „ევროკავშირის საქართველოს ბიზნესსაბჭომ“. შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის – არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება“, – აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები