საფრანგეთის საელჩოზე თავდამსხმელების ლიკვიდაცია მოხდა
ბურკინა-ფასოს დედაქალაქში ოთხი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამავე ქვეყნის სახელმწიფომ გაავრცელა. ინფორმაციის მიხედვით, „შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე დღეს საფრანგეთის საელჩო და გენშტაბი გახდა“.
„საფრანგეთის საელჩოს შენობაზე თავდასხმაში მონაწილე ოთხი პირი ლიკვიდირებულია. ხელისუფლება მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და სთხოვს სროლის ზონებისთვის თავის არიდებას“.
ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ ამ დროისთვის „წინასწარი ინფორმაციით, ფრანგებს შორის მსხვერპლი არ არის“. მანამდე კი, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბურკინა-ფასოს დედაქალაქში აფეთქებების და სროლის შესახებ.