ერისთავის თეატრში თოჯინური სპექტაკლის – „მზის სხივის” პრემიერა გაიმართება

3 და 4 მარტს, 15:00 საათზე, პირველად გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ისტორიაში, პატარა მაყურებელს თოჯინური სპექტაკლის პრემიერაზე ეპატიჟებიან.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, „მზის სხივი” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელის რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა, ანრი პოპესკუს  რომანტიკული ზღაპრის მიხედვით, სპეციალურად 3-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის დადგა. მასვე ეკუთვნის წარმოდგენის მუსიკალური გაფორმებაც.
თოჯინური სპექტაკლი  გასართობთან ერთად შემეცნებითი ხასიათისაა. ერისთავის თეატრმა მის დასადგმელად სპეციალურად გადაამზადა დრამის მსახიობები. აქ 3  თოჯინას – სევდიან ბალერინას, მის მხიარულ მეგობარ თაგუნიას და მრისხანე კატას, 5 მსახიობი ათამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები