„ნატო“-პუტინის განცხადებები „მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია“

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს, მათ შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებების გამო, რომელიც შეიარაღების ახალ სისტემებს ეხებოდა. ამის შესახებ, გერმანიის მინიტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა ისაუბრა. „კანცლერი და პრეზიდენტი შეშფოთებულები არიან ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებების გამო“ – განაცხადა ზაიბერტმა.
ამას გარდა, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუს განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებები ნატოს მოკავშირეების მიმართ არის „მიუღებელი და კონტრპროდუქტიული“. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები