ავსტრალიაში 99 წლის მოცურავე მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ავსტრალიაში 99 წლის მოცურავე მამაკაცმა „თავისუფალი სტილის“ ცურვაში, სადაც მონაწილეობას მისი ასაკის მოცურავეები იღებდნენ, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
99 წლის ჯორჯ კორონესმა 56,12 წამში 50 მეტრი გაცურა.
„ეს ჩემთვის კარგად დაბალასებული სამაგალითო ცურვა იყო“, – განაცხადა კორონესმა „BBC”-ისთან საუბრის დროს.
ჯორჯ კორონესმა 2014 წელს დამყარებული რეკორდი 35 წამით გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები