აზერბაიჯანში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ნარკო-მომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შემთხვევის ადგილზე მივიდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები