უკრაინის ძებნილი ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვში პრესკონფერენციას მართავს
ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვში, რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“-ში პრეს-კონფერენციას მართავს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებებზე საუბრობს და მათ კავშირზე მაიდანზე მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტის შესახებ. იანუკოვიჩი უკრაინის სავალალო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ყირიმში არსებულ ვითარებასაც განიხილავს. „როდის დამთავრდება ომი, როდის შეწყდება ძმის მიერ ძმის მკვლელობა, მისი თქმით, პასუხისმგებელია პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი დონბასის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვაა.
მისი თქმით, ის გეგმავს სახელმწიფო გარანტებთან, აშშ-თან და რუსეთთან მიმართვას.
პრეს-კონფერენციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.