ისრაელის პოლიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პირველად კითხავს

ისრაელის პოლიცია პირველად კითხავს პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში. მთავრობის მეთაური ე.წ „4000 საქმის“ ფიგურანტს არ წარმოადგენს, მაგრამ მიაჩნია, რომ პირადად ის, დევნის მსხვერპლია. გამომძიებლები ეძებენ მტკიცებულებებს იმისა, რომ მაღალჩინოსნები ქვეყნის ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბეზეკის“ ინტერესებს ლობირებდნენ. საქმეში ნათქვამია, რომ ამის სანაცვლოდ ისინი ნეთანიაჰუს საქმიანობის დადებით კონტექსტში გაშუქების უზრუნველყოფას იღებდნენ.
„დაკითხვა იერუსალიმში მის ოფიციალურ რეზიდენციაში მიმდინარეობს და, როგორც მოსალოდნელი იყო, ოთხი საათი გაგრძელება. ნეთანიაჰუ წარმოადგენს მრავლობით მტკიცებულებებს, რომლებიც არ ყოფილა საჯარო, თუმცა წარდგენილი იყო სასამართლოსთვის“. ნეთანიაჰუსთან ერთად, დაკითხვაზე გამოძახებულია მისი მეუღლეც.
აღსანიშნავია, რომ პოლიციამ დააკავა პრემიერ-მინისტრის ყოფილი პრეს-მდივანი ნირ ჰეფეცი, კავშირგამბულობის ყოფილი მინისტრი შლომო ბილბერი, „ბეზეკის“ მფლობელი შაულ ელოვიჩი ცოლთან და შვილთან ერთად.
ისრაელის მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება უშედეგოდ დასრულდება. ის მოქალაქეებს აძლევს პირობას, რომ კიდევ დიდ ხანს უხელმძღვანელებს ისრაელის სახელმწიფოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები