ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ავღანეთის დედაქალქ ქაბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად 5 ადამიანი დაშვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომობილში იყო დამონტაჟებული.
ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბებს“ სამშვიდობო მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა ისინი თავდასხმებს მაინც ახორციელებენ.