ევროპის ქვეყნებში, უამინდობის გამო, 55 ადამიანი დაიღუპა
ევროპაში, ძლიერი ყინვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 55-მდე გაიზარდა, მათგან 21 ადამიანი პოლონეთში დაიღუპა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა, ამასთან, სხვადასხვა აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ, პარიზში „საგანგებო“ თავშესაფრები განათავსა, სადაც უსახლკარო ადამიანები ზამთარს გაატარებენ.
ყინვის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა, ევროპაში ჩასული მიგრანტია.
უამინდობის გამო, ჟენევის აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ამასთან, საფრანგეთში 2000-ზე მეტ მძღოლს საავტომობილო მაგისტრალზე დარჩენა 24 საათით მოუხდა.