ზაზა თვარაძის პოეზიის საღამო გაიმართება
12 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ზაზა თვარაძის პოეზიის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გრძელდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან, პროექტით „ცოცხალი წიგნები“.
მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენი „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონოსპექტაკლის სახით გააცნობენ.
ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.
მონოსპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.