დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომის წარდგენა გაიმართება

7 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომის წარდგენა გაიმართება. ტომი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა.

როგორც „კვირას“ ეორვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულმა, რომლის შემდგენელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ჯოლოგუა, მაქსიმალური სისრულით უნდა მოიცვას გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის წერილობითი მემკვიდრეობა (მხატვრული, პუბლიცისტური, საისტორიო და ლიტერატურული თხზულებები, იურიდიული ტექსტები, ავტობიოგრაფიული ნაწერები, საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები, რეცენზიები, სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, ოფიციალური, საქმიანი თუ კერძო მიმოწერა და სხვ.). ყველა ტომს დაერთვება სამეცნიერო აპარატი: შენიშვნები, კომენტარები, პირთა ანოტირებული და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.

მეორე ტომში შესულია პუბლიცისტური, ლიტერატურული და საისტორიო თხზულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები