თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხებათ დიდუბის, ნაძალადევის, ისნის, სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს.
კომპანიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, აწყურის, ივერიელის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების და ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბეთაშვილის, კანდელაკის, ბარაკონის, დურმიშიძის, გაბისკირიას, ჯორჯაძის, ივერთუბნის და აგიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
 
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები