აბანოს ქუჩაზე საიუველირო მაღაზია დააყაჩაღეს

ძველ თბილისში საიუველირო მაღაზია “MONTE” დააყაჩაღეს. შემთხვევა აბანოს ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. წაღებულია 15 ათასმდე ლარის ღირებულების სამკაულები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები