საკრებულოს წევრს ბრალი თაღლითობის მუხლით წარუდგინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. მისი ბრალი თაღლითობით დაკვალიფიცირდა.

დაკავებულის ადვოკატის გიორგი ქუმსიაშვილის განცხადებით, მათთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება მუხლის გადაკვალიფიცირება, რადგან ის თავდაპირველად ქრთამის აღების მუხლით დააკავეს, ხოლო ბრალის წარდგენა თაღლითობის მუხლით მოხდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ქმედებას, რასაც გამოძიება თემურ გორგაძეს ედავება, დაკავებული არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საქმის მასალების მიხედვით, კონკრეტულად რა ქმედებას ედავება გამოძიება, ამას ადვოკატი არ აკონკრეტებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები